12:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 14:26:44, 786 ნახვა

სამართალი
მამუკა ახვლედიანი: საგამოცდო ტესტები და კაზუსები ნინო გვენეტაძესთან გროვდებოდა

თბილისის საქალლაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დებულებითაა გაწერილი თუ ვის აქვს წვდომა საგამოცდო ტესტებთან.

ახვლედიანის ინფორმაციით, საგამოცდო ტესტები უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან გროვდებოდა და შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცემოდა.

მამუკა ახვლედიანს კითხვები აქვს, რა ფორმით იბარებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საგამოცდო ტესტებს.

„რაც შეეხება ვის რა წვდომა ჰქონდა ტესტებთან ბატონ ლევან მურუსიძე თვითონვე იყო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. დებულებით ასეა განსაზღვრული. ჩემი ინფორმაციით, ტესტების და კაზუსების ავტორებს ტესტები და კაზუსები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან მიჰქონდა.

ვიმეორებ, დებულებითაა გაწერილი ვის აქვს წვდომა საგამოცდო ტესტეთან. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საბჭოს მდივანი. ჩემი ინფორმცაიით, უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარესთან გროვდებოდა ეს ტესტები და შემდეგ გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

მაქვს კითხევბი, რა ფორმით იბარებდა ამ ტესტებს ნინო გვენეტაძე. დადასტურებულად კი რა რა, როგორ, ვისგან არ ვიცი, უბრალოდ იქ გამოცდაში მონაწილე ადამიანებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ბევრი კავშირი აქვთ. გაუგებარია რის საფუძველზე აცხადებს საბჭოს მდივანი, რომ არცერთი წევრი ან უზენაესის სასამართოს თავმჯდომარე ჩართული არ არის ამ პროცესში“, - განაცხადა მაუკა ახვლედიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics