|
2016-02-23 13:58:45, 1480 ნახვა
რეგიონი
ბათუმმა, შესაძლოა, ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას უმასპინძლოს
ლისაბონის, ლივერპულის, ათენის, ბერლინის, ედინბურგისა და სხვა დიდი ქალაქების შემდეგ შესაძლოა ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლით სხდომას ბათუმმაც უმასპინძლოს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხის განსახილველად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ევროპის კულტურის პარლამენტის გენერალურ მდივანს კარლ ერიკ ნორმანს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომის ბათუმში შესაძლო ჩატარების შესახებ დეტალები განიხილეს. გასვლითი სხდომის ბათუმში ჩატარება და დელეგატებისთვის რეგიონის კულტურის გაცნობა ხელსაყრელია ბათუმის პოპულარიზაციისთვის და სამომავლოდ ღონისძიებების აქ გადმოტანისთვის. ეს იქნება შანსი კულტურის საშუალებით ევროპასთან დაახლოების. პარლამენტის სხდომების თემატიკა მრავალფეროვანია და სესიები მოიცავს პრეზენტაციებს, დისკუსიებს, ვორკშოფებს, კითხვა-პასუხის რეჟიმს. სამუშაო თემები გამომდინარეობს და ეხება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენებს, ცვლილებებს, თავისებურებებს, კულტურების თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებს. სესიებზე საფუძველი ეყრება და განიხილავენ საინტერესო და მნშვნელოვან ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა სამომავლოდ განხორციელებაც იგეგმება ევროპის პარლამენტთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშომლობით. ევროპის კულტურის პარლამენტში გაერთიანებულია 160 წევრი ევროპის 43 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების დაკავშირება კულტურის სფეროში, იდეებისა და ინიციატივების ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების წახალისება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)