02:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 17:16:38, 409 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გაბიტაშვილი ბაქოში, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები ნათია მერებაშვილი და გიორგი ბადაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“შეხვედრაზე მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის ეფექტიან პარტნიორობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს, კამრან ალიევმა საქართველოს გენერალური პროკურორი ბაქოში, 15 ნოემბერს დაგეგმილ მაღალი დონის პლენარულ სხდომაზე მიიწვია, რომელიც გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან თანამშრომლობით გაიმართება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics