05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 16:15:13, 352 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - „ოცნება“ ცდილობს, აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ბარიერი, რათა NGO-ებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებს დააკვირდნენ

"ქართული ოცნება“ ცდილობს, აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ბარიერი, რათა NGO-ებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, არჩევნებს დააკვირდნენ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს "არ ესმის, რომ საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იქნება".

"გვინდა გამოვეხმაოურთ, რომ "ქართული ოცნება“ ცდილობს, აამოქმედოს რუსული კანონი და შექმნას ხელოვნური ბარიერი, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ არჩევნებს. ჩვენ მოვისმინეთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ღირსეული პოზიცია, რომ არ აღიარებენ ამ აბსურდულ მექანიზმებს, რომ ისინი აუცილებლად დააკვირდებიან არჩევნებს.

ივანიშვილს არ ესმის ერთი რამ, რომ მას საქმე აქვს არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ ეს ქვეყანა იქნება ევროკავშირის წევრი. ჩვენი კოალიიცს მხარდაჭერა ეკა გიგაურს და საერთშორისო გამჭირვალობას“,- განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 30 სექტემბერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" განაცხადეს, რომ არჩევნებს ვეღარ დააკვირდებიან და "ხმების დაცვისთვის ინდივიდუალურ ბრძოლას გააგრძელებენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics