|
2024-09-28 12:20:00, 4570 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს. "საველე წვრთნებში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც მონაწილეობდა. საჩვენებელი სწავლების შემდეგ, სტუმრებმა გადაინაცვლეს კრწანისის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში, სადაც საშტაბო კომპონენტს გაეცნენ და სწავლების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი მოისმინეს. დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, საქართველოში თურქეთის ელჩმა - ალი ქაან ორბაიმ, ასევე, ორივე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედროებმა ETERNITY 2024-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს. საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2024 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)