06:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 13:17:04, 308 ნახვა

საზოგადოება
კახეთში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მაგისტრალური სარწყავი არხის მონაკვეთი გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაციამ“  ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე მცენარეებისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 1 კილომეტრამდე  მონაკვეთი გაიწმინდა.

“სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 13 სოფლის (შალაური, კისისხევი, ნასამხრალი, წინანდალი, კონდოლი, ქვემო ხოდაშენი, ბუშეტი, ვანთა, აკურა, კახიფარი, კალაური, ვაჩნაძიანი და შაშიანი)  დაახლოებით 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics