19:06 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 13:09:02, 644 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენმა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე შშმპ მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველისთვის უჩა ნანუაშვილისთვის, 12 თებერვალს, ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ პაატა ბურჭულაძის  საიუბილეო საღამოზე, ვერ შეძლეს ღონისძიებაზე დასწრება, ვინაიდან არ იყო გათვალისწინებული მათი საჭიროებები – არ მოხდა პანდუსების დამონტაჟება, რომელიც სპორტის სასახლეს აქვს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იძულებულნი იყვნენ გადაადგილებულიყვნენ დაცვის თანამშრომლეთა დახმარებით, რის გამოც, მათ პროტესტის ნიშნად დატოვეს დაწესებულება.
ნანუაშვილი აცხადებს, რომ გარემოს მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოგვარების გარეშეც შეუძლებელია მათი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების სათანადოდ რეალიზება და სრულყოფილი მონაწილეობა საზოგადოებრივ აქტივობებში. არაადაპტირებული გარემო და პირობები უმეტესად ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველი.
სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების  ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით აღნიშნული ფაქტის შესწავლა დაიწყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics