09:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 02:16:21, 400 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი კესარიაზე: თუ გამოაფხიზლებს საზოგადოებას, ტყუილად არ უნდა ჩაიაროს ამ ტრაგედიამ

ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა ! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ !"- დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, თბილისში დიღმის მასივში, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics