15:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 12:15:30, 349 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - პრემიერის განცხადება NGO-ებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია - ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი

პრემიერის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, "ეს არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება".

"პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, რადგან ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობოები ვერ შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებული. მათი მთავარი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი არასამთავრობო სექტორის განვითარებაში.

გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. და ბუნებრივია, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორი იქნება, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, პირიქით: ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი",- ამბობს ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 9 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics