|
2016-02-20 14:11:43, 1354 ნახვა
რეგიონი
პრემიერ-მინისტრმა რუხის საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური კონცეფციის ბრენდი - რიგით 31-ე რუხის საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 22 თებერვლიდან რუხის მოსახლეობას შეძლებს, სოფლიდან გაუსვლელად, ისარგებლოს 200-ზე მეტი სერვისით. „კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად მიიღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, არქივიდან ბიოგრაფიულ ცნობებს, სანოტარო სერვისს, უფასო იურიდიულ დახმარებას, დაარეგისტრირებს ქონებას. .სოფლის მოსახლეობა ასევე ისარგებლებს კერძო სექტორის („ლიბერთი ბანკი“, „მაგთიკომი“ „მექანიზატორი“) მომსახურებით. ცენტრში ხელმისაწვდომია თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, Skype სივრცე, შეხვედრების ოთახი, ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. რუხის საზოგადოებრივი ცენტრი პრემიერ–მინისტრს იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერებინა. თეა წულუკიანის განმარტებით, საზოგადოებრივი ცენტრი ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია, რომელიც ზოგავს ადგილობრივი მოსახლეობის დროსა და ფინანსებს. სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. დღეს უკვე 31 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს საზოგადოებრივი ცენტრის მაღალი დონის მომსახურებით. სოფელ რუხის საზოგადოებრივი ცენტრი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ააშენა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)