2024-09-03 09:07:10, 384 ნახვა
მსოფლიო
ჰარისი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
“ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მძევლები სახლში და დავასრულოთ ტანჯვა ღაზაში“,- წერს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი სოციალურ ქსელ X-ზე.
ჰარისმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ის და ჯო ბაიდენი ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ისრაელსა და “ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითებში მონაწილეობენ.
“ჰერშ გოლდბერგ-პოლინისა და კიდევ ხუთი მძევლის მკვლელობა იყო სასტიკი და ბარბაროსული აქტი, რომელიც “ჰამასის“ ტერორისტებმა ჩაიდინეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, “ჰამასის“ ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ“,- აღნიშნა ჰარისმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,