2024-09-02 09:47:24, 426 ნახვა
მსოფლიო
ღაზაში 6 მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა
ღაზაში 6 მძევლის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, ისრაელის ქალაქებში ათობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, მეტი გააკეთოს ღაზაში დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად.
“დემონსტრაციები გაიმართა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში.
ადგილობრივი მედიის შეფასებით, საპროტესტო აქციებში 500 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრანტებმა თელ ავივსა და იერუსალიმში გზები გადაკეტეს, იერუსალიმში კი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებსაც გზები ჰქონდათ ბლოკირებული.
ადგილობრივი მედია 29 დაკავებულის შესახებ იტყობინება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,