19:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-31 12:04:25, 496 ნახვა

საზოგადოება
ნონა გაფრინდაშვილი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა

წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. ნონა გაფრინდაშვილმა საკუთარი სპორტული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა და სამხედრო მოსამსახურეების შეკითხვებსაც უპასუხა.

"მოჭადრაკესა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჭადრაკში ბლიცტურნირი გაიმართა. ნონა გაფრინდაშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრსა და სამხედრო მოსამსახურეებს საკოლექციო დაფა ავტოგრაფით და სამახსოვრო ბარათები გადასცა.

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და მხარდაჭერის გაძლიერებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics