|
2024-08-29 11:55:11, 374 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ენჯეოების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევისა და არასამთავრობოების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამათავრობოების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი მაგალითიც რეგიონებში ე.წ. “დემოკრატიის ფესტივალის” ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებია. “2024 წლის 26 ოქტომბერის საპარალამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამათავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. “დემოკრატიის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია “დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები“ იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება. პირველი ე.წ. “ფესტივალის“ ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ე.წ. “დემოკრატიის ფესტივალში“ მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს. ე.წ. “ფესტივალზე“ არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით”,- აღნიშნა მიქანაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ “დემოკრატიის ფესტივალის” ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელმაც ასევე დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი“. “საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ე.წ. “დემოკრატიის ფესტივალის“ ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლევან ცუცქირიძემ, “მრავალპარტიულ დემოკრატიის ცენტრთან ერთად“, დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი“, რომელიც ივლისის თვეში “ლელოს“ და “ანა დოლიძე-ხალხისათვის“ ალიანსში გაერთიანდა. მათ შეუერთდნენ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვარის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე. ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის, დანიაშიც, ბუნებრივია, ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)