21:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-28 14:05:52, 445 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს - 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 5 100.

“რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს - 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს - 1 700.

პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრების I ადგილის მფლობელები 3 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1 921 850 ლარია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics