21:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-28 13:06:40, 468 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ ვარკეთილში გარე განათების ქსელი მოაწყო

ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გარე განათების ქსელი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 58 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი საყრდენი ბოძი და 696 ცალი პროჟექტორი დამონტაჟდა. ქსელის სიგრძე 3 200 მეტრია.

განათების ახალი სისტემა შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა დავით ფაჩულიამ საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

"ვარკეთილში ე.წ. ბაბლთაურების მოწყობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, რამაც სრულიად შეცვალა ამ ქუჩების იერსახე. სამომავლოდ მეორე ეტაპს დავიწყებთ, რომლის ფარგლებშიც კუპრაძის ქუჩის ბოლომდე და ზედგენიძის ქუჩაზე კიდევ 40-მდე ასეთივე განათების ბოძი დამონტაჟდება", - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა შეასრულეს. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 799 578 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics