|
2024-08-26 10:58:44, 344 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ მეგობრებსაც და მტრებსაც - ვირჩევთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, თუ ვირჩევთ დესამშობლოიზაციას
მოგესალმებით საქართველოს ამ ულამაზეს, ზღაპრულ კუთხეში, რომელიც საქართველოს ნამდვილი მშვენებაა არა მარტო თავისი განუმეორებელი ბუნებით, არამედ მისი მშვიდობიანი, სტუმართმოყვარე და მოსიყვარულე ხალხით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ყველას სიმტკიცე და უკომპრომისობა მართებს, რადგან ყველამ მტკიცედ დაინახოს, თუ რა არის ქართველი ხალხის არჩევანი. “მოგესალმებით საქართველოს ამ ულამაზეს, ზღაპრულ კუთხეში, რომელიც საქართველოს ნამდვილი მშვენებაა არა მარტო თავისი განუმეორებელი ბუნებით, არამედ მისი მშვიდობიანი, სტუმართმოყვარე და მოსიყვარულე ხალხით. საქართველოს ამ მხარეში თავს იყრის რაჭველების, ლეჩხუმელებისა და სვანების ყოფა-ცხოვრების თვითმყოფადი ხასიათი, რომლებიც ამდიდრებენ და ავსებენ ერთმანეთს. რომელზეც ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ ათასწლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც. ჩვენ ვიცით მეგობრობა და ძმობა, ვიცით ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მაგრამ ჩვენს ხანგრძლივ ისტორიაში ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი - მორჩილება. ბევრს მოუსურვებია ჩვენი მართვა პიტიახშებით, მარზპანებით, მთავარმართებლებით თუ მეორე მდივნებით. დღესაც ვხედავთ, რომ ზოგიერთმა, ვინც ოჯახში მეგობრად მივიღეთ, ჩვენი ცხოვრების მართვა და განკარგვა მოინდომა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა, 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი უწოდა და განაცხადა, რომ ვერავინ ვეღარასოდეს უნდა გაბედოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი. საქართველოს სათქმელი ყველას გასაგონად ვთქვათ: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო! შეგვეწიოს ჩვენი სალოცავები!“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)