11:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 09:18:44, 421 ნახვა

მსოფლიო
ბორელი - უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის ნარატივისთვის

უკრაინის მიერ კურსკის რეგიონზე შეტევა მძიმე დარტყმაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნარატივისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს.

როგორც ბორელი წერს, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩართული რუსეთის სამხედრო ძალების მიმართ შეზღუდვების მოხსნას და მათ წინააღმდეგ შესაძლებლობების საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოყენებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი ექნება: გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას, რათა განადგურდეს რუსეთის თავშესაფარი, რომელსაც უკრაინაზე თავდასხმებისთვის, ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვისთვის იყენებენ, გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს და შეამცირებს ნგრევას უკრაინაში, ხელს შეუწყობს მშვიდობის მცდელობებს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას განვუცხადე, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას ბრიუსელში და მსჯელობას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან მომავალ კვირას, რათა წინ წავწიოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის საკითხი“, - წერს ბორელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics