12:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-21 09:49:50, 439 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინასთან კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს განიხილავენ

უკრაინასთან განიხილავენ კურსკის ოპერაციის გრძელვადიან ამოცანებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

რაიდერის თქმით, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კურსკში ბუფერული ზონის მოწყობას აპირებს.

"რაც შეეხება კურსკში მათ ოპერაციას, უკრაინელებმა აიძულეს რუსებს თავი დაეცვათ. ამ ოპერაციამ, ცხადია, მოახდინა კრეატიულობისა და საბრძოლო უნარების დემონსტრირება, მაგრამ როდესაც საქმე მიდის უკრაინელების გრძელვადიან მიზნებამდე, ჩვენ ამას ჯერ კიდევ განვიხილავთ მათთან", -  განაცხადა რაიდერმა.

პენტაგონში ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში მცირე რაოდენობის სამხედრო ძალა გააგზავნა, რათა რეაგირება მოახდინოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics