|
2024-08-20 16:44:16, 352 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ყურძნის მისაღებად საწარმოების მზადყოფნას კახეთში ეცნობა
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და დაახლოებით 300 ათასი ტონას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული კომპანიების, საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, საიდანაც 500-ზე მეტი საწარმო ყურძნის მიღების პროცესში ჩაერთვება.
"აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, რთველში რეგისტრირებული იყო ღვინის მწარმოებელი მხოლოდ 40-მდე კომპანია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში "მეღვინეობა ჯობავაში“ იმყოფებოდა. საწარმოს დირექტორის, ბესიკ ჯობავას განცხადებით, 2024 წლის რთველის პერიოდში, საკუთარი ვენახებიდან მიღებულ მოსავალთან ერთად, მევენახე ფერმერებისგან 300 ტონამდე ყურძენს შეისყიდიან და გადაამუშავებენ. „მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარეობს და წელიწადში 1 200 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით სარგებლობს. სექტემბრიდან, პირველი საექსპორტო პარტია ევროპის ქვეყნების მიმართულებით გაიგზავნება, ხოლო 2025 წლიდან, საექსპორტო ქვეყნებს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები დაემატება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ, 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს, არანაკლებ, 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ რქაწითელზე 0.20 ლარს შეადგენს. რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, ქალაქ თელავში, უკვე გახსნილია საკოორდინაციო შტაბი. რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიან რეჟიმში მუშაობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)