23:52 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 09:43:42, 411 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის ბრალდებებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები მიუღებელია და ჩირქს სცხებს არა მხოლოდ ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას.

ამასთან, კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს მოუწოდა, თუ რაიმე შეკითხვები აქვთ, სხვა წესით განიხილონ.

„მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებებს და ვთქვა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ეს ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას. აბსოლუტურად ყველანაირი საფუძვლის გარეშე, მინდა მოვუწოდო ჩვენ თანაგუნდელს, რომ თუ მათ აქვთ შეკითხვები, სხვა წესით და სხვა ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ კოალიცია, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მზად არის, რომ ეს ტვირთი ჩვენთან ერთად აიღოს და ეს ტვირთი არ არის მსუბუქი, ვინც მზად არის, რომ იმ პრინციპებით და იმ ხედვით, რომელი ხედვითაც მივდივართ წინ, ემსახუროს ჩვენს ქვეყანას, კარი გავუღოთ. არა თუ იმაზე ვიფიქროთ, რომ ჩვენ დავიშალოთ, მივცეთ სალაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უხარიათ ეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics