|
2024-08-09 15:53:44, 445 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსულად და ვერც მომავალს წაგვართმევს
ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს, მნიშვნელოვანია, აშშ-ის პრეზიდენტის წერილი, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, სწორედ 7 აგვისტოთი თარიღდება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის "პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსულად და ქვეყანას ვერც მომავალს წაართმევს". "ივანიშვილის პროპაგანდის ფონზე, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს უკავშირდება და სინამდვილეში არის მოღალატეობრივი მცდელობა საკუთარი ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულოს, ამ პროპაგანდის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, სადაც ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, სწორედ 7 აგვისტოთი თარიღდება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთის და მისი ინტერესების გამტარი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გარდა, ერთმნიშვნელოვნად თანხმდება, მათ შორის ჰააგას საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი სამართლებრივი ტრიბუნალია - რომ ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია და ნებისმიერი ალტერნატიული ნარატივის პროპაგანდირება არის საქართველოს ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობა და შედის მხოლოდ და მხოლოდ პუტინის ინტერესებში. პრეზიდენტი ბაიდენი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად იმედგაცრუებულია ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღებით, ისევე, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის გამო, რომელსაც ტირაჟირებს ივანიშვილის ხელისუფლება იმ თავდასხმების გამო, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის "ქართული ოცნების“ მხრიდან და დასავლეთის წინააღმდეგ. სწორედ რუსული კანონის და "ოცნების" დასავლეთზე თავდასხმის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც 6.2 მილიარდი დოლარის დახმარება აქვს გამოყოფილი საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ ჩვენი მეგობრობის მანძილზე, ახლა იძულებულია, დახმარების დიდი ნაწილი შეაჩეროს. ასე აღარიბებს “ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს, როცა თავად "ოცნების" ჩინოვნიკები დღითიდღე გაღარიბებული ხალხის ხარჯზე ყოველდღიურად მდიდრდებიან. ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება ვერ გადაწერს ვერც საქართველოს უახლეს ისტორიას რუსული ნარატივის განსამტკიცებლად და ვერ წაგვართმევს ვერც მომავალს, რუსული კანონის მიღებით, რომელიც ღრმად ვარ დარწმუნებული - ევროპული იქნება. ამის გარანტი არის ქართველი ხალხი, რომელიც მჯერა, 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპას და არა რუსეთს, აირჩევს კეთილდღეობას და არა ივანიშვილის მიერ მოტანილ სიღარიბეს, აირჩევს ერთიანობას და არა დანაწევრებას, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება 12 წელია, ცდილობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების წინააღმდეგ“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)