|
2016-02-18 15:38:09, 767 ნახვა
სამართალი
ჰააგის სასამართლო 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებაზე ინფორმაციას არ გაასაჯაროვებს
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელის ფაქისო მოჩოჩოკოს განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის არც ერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება. მისივე თქმით, ის არის და დარჩება სრულიად კონფიდენციალური, რათა მტკიცებულებათა შეგროვება მიუკერძოებლად წარიმართოს. „მოცემული გამოძიების არც ერთი ნაწილი არ გასაჯაროვდება. ის არის და დარჩება სრულიად კონფიდენციალურ ინფორმაციად. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გამოძიება და მტკიცებულებათა შეგროვება წარიმართოს მიუკერძოებლად და ასევე იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი და ფიდუციური (ფიდუცია ნდობაზე დამყარებულ აქტს ნიშნავს რედ:) ვალდებულებები მოწმეების და იმ პირთა მიმართ რომლებთანაც ურთიერთობა გვექნება გამოძიების მსვლელობაში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემი ოფისის გამომძიებლები შეაგროვებენ მტკიცებულებებს სხვადასხვა წყაროდან. ჩვენი გამომძიებლები თავიანთ სამუშაოს შეასრულებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. ისინი შეამოწმებენ შესაბამის ადგილებს, შეაგროვებენ მტკიცებულებებს და დაკითხავენ მოწმეებს, შეაგროვებენ მასალას და დაათვალიერებენ დოკუმენტებს. ამიტომ თუ სადმე წაიკითხავთ რაიმე დეტალებს ჩვენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგამოძიებო ქმედებების შესახებ, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ისინი ფიქტიური იქნება“, - განაცხადა მოჩოკოკომ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)