18:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-30 16:58:18, 635 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანის განცხადების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოდან თურქეთის გარიცხვას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი ნატოდან თურქეთის გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კაცმა დაავალა დიპლომატებს, "სასწრაფოდ" დაუკავშირდნენ ნატოს ყველა წევრს და მათ თურქეთის დაგმობისკენ მოუწოდონ, ასევე, მოითხოვონ რეგიონული ალიანსიდან ქვეყნის გარიცხვა.

"თურქეთის პრეზიდენტის მხრიდან ისრაელში შეჭრის მუქარების და მისი საშიში რიტორიკის ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაავალა დიპლომატებს, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ნატოს ყველა წევრს და მათ თურქეთის დაგმობისკენ მოუწოდონ, მოითხოვონ რეგიონული ალიანსიდან მისი გარიცხვა“,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ "თურქეთი, შესაძლოა, პალესტინელების დახმარების მიზნით, ისრაელში შევიდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics