19:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-28 10:54:20, 372 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ ჰეზბოლას თავდასხმაზე - ისრაელის სახელმწიფო ამას არ გაატარებს. პასუხი იქნება მკაცრი

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენამინ ნეთანიაჰუ ტერორისტული გაერთიანება ჰესბოლას მიერ ბავშვთა მოედნის დაბომბვის გამო მკაცრი პასუხით იმუქრება. ლიბანიდან ჰეზბოლას ტერორისტების მიერ გაშვებულ რაკეტას ჩრდ ისრაელში, დრუზების სოფელში 11 ბავშვი ემსხვეროლა, 40-მდე დაშავდა.

„ისრაელის მოქალაქეებო, თქვენსავით მეც შოკში ვარ. მე შოკირებული ვიყავი მაჯდალ შამსზე ჰეზბოლას თავდასხმის შემდეგ საშინელი სურათების ნახვისას.

მოკლულთა შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ და ასევე სხვა მოკლულები. ყველას გული გვტკივა ამის ნახვით. ჩვენ ვეფერებით ოჯახებს, ვეფერებით მთელ დრუზთა საზოგადოებას ამ რთულ მომენტში, რომელიც ასევე ჩვენი რთული მომენტია.

მას შემდეგ, რაც მაცნობეს კატასტროფის შესახებ, მე გადავწყვიტე ისრაელში დაბრუნება. ჩამოსვლისთანავე შევკრებ კაბინეტს. შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელის სახელმწიფო ამას არ გაატარებს. პასუხი იქნება მკაცრი”.- აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ლიბანის მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა სადაც დაგმო ბავშვებზე თავდასხმა.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველა აქტს და თავდასხმას ყველა მოქალაქის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს საომარი მოქმედებები ყველა ფრონტზე. მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის მიყენება საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება კაცობრიობის პრინციპებს“.- ნათქვამია ლიბანის მთავრობის განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics