01:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 12:10:33, 491 ნახვა

მსოფლიო
ვენსი - გვჭირდება ლიდერი, რომელიც ხალხისთვის იბრძოლებს - ტრამპი ყველა საკითხში მართალი იყო, ბაიდენი კი ცდებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა. ამის შესახებ ვენსმა "რესპუბლიკელების" ყრილობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ბაიდენმა "ზიანი მიაყენა" საზოგადოებას, რომელშიც თვითონ ვენსი გაიზარდა, ოჰაიოში.

"უძრავი ქონების დეველოპერი ნიუ-იორკიდან, სახელად ტრამპი, ყველა იმ საკითხში მართალი იყო, რაშიც ბაიდენი ცდებოდა, ხოლო ჯო ბაიდენმა ყველაფერი გააფუჭა და ჩემმა საზოგადოებამ გაადაიხადა ყველაფრის საფასური“, - განაცხადა ვენსმა.
 
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც აშშ-ს  პირველ ადგილზე დააყენებს.

"იმისთვის, რომ ეს ადგილი აყვავდეს, ჩვენ გვჭირდება ლიდერი, ვინც იბრძვის იმ ხალხისთვის, რომელიც აშენებს ქვეყანას“,- თქვა ვენსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics