00:12 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-17 11:23:35, 443 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრ გაბრიელ ატალის გადადგომის თხოვნა დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ახალი მთავრობის დანიშვნამდე, ატალი მოვალეობის შემსრულებლად დარჩება, შემდეგ კი, ახალ ეროვნულ ასამბლეაში დეპუტატის რანგში მუშაობას განაგრძობს.

"იმისთვის, რომ ეს პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რესპუბლიკურმა ძალებმა უნდა იმუშაონ ერთად, რათა შექმნან ერთიანი ფრონტი იმ პროექტებისა და გადაწყვეტილებების ირგვლივ, რომლებიც ფრანგი ხალხის ინტერესებში იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გადადგომის თხოვნით საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ მიმართა, მაგრამ მაკრონმა მას დროებით დარჩენა სთხოვა. 

ატალი მთავრობას მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ხელმძღვანელობდა. საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში, ის, 34 წლის ასაკში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics