14:22 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-16 19:42:29, 468 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია

მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, პირდაპირი ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა.

"ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებების მიმართ.

დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად, არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!", - წერს რატი ბრეგაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics