|
2016-02-17 12:19:44, 1246 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო ქადაგიძეზე: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ცალკეული უწყების გაუქმებით ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებ დანაზოგს მიიღებს, ვიდრე ქადაგიძე ვარაუდობს. „სამინისტროების შემცირება კომპლექსური საკითხია. მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტი წელიწადში არის მილიონი და თუ მთლიანად შევკვეცავთ, გავქრობთ, ანულირებას გავუკეთებთ უბრალოდ ერთი მილიონი დაიზოგება და არა ასი მილიონი, როგორც ბატონმა ქადაგიძემ თქვა. შესაბამისად, მე სრული ანალიზი გამიჭირდება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული", - განაცახადა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)