11:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 19:33:33, 470 ნახვა

პოლიტიკა
კოლომინა - ნატო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და რეფორმების დააჩქარებისკენ მოუწოდებს

ნატო საქართველოს მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და რეფორმების დააჩქარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც კოლომინა აღნიშნავს, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობის ერთგულია.

"ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია საქართველოსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოუწოდებს მის მთავრობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ქართველი ხალხის მისწრაფებების ხელშეწყობის მიზნით, რეფორმები დააჩქაროს", - წერს კოლომინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics