12:52 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 11:24:29, 575 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყურადღება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, განაშენიანების რეგულირების წესებში დაგეგმილ ცვლილებებზე გაამახვილა.

რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია, უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება კ2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით დროებით შეზღუდვებს შეეხება, კერძოდ, ქალაქის ქაოტური განაშენიანების თავიდან აცილების მიზნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით დროებითი შეზღუდვა დაწესდება და კ2 კოეფიციენტის მომატება, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემდეგ, მხოლოდ ერთჯერადად იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კოეფიციენტის მატებაზე გამონაკლისის დაშვების დასაბუთების წესიც გამკაცრდება, რაც კ2 კოეფიციენტის მომატებაზე ნებართვების გაცემის ინტენსივობას შეამცირებს და დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს. მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც გაიზრდება და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება - აღნიშნული ხელს შეუწყობს ქალაქში კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის გაჩენას.

რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, რაზეც ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, გზების ორმოული შეკეთება იყო.

„ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად დედაქალაქში გზების ორმოული შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50-მდე ქუჩაზე ორმოული შეკეთებები დასრულებულია. ამასთან, ამ ეტაპზე კიდევ 15-მდე ქუჩის ორმოული შეკეთება მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში სამუშაოები დამატებით 25 ობიექტზე დაიწყება“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებას, ამ დროისათვის სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე მიმდინარეობს, რომელთა ფარგლებშიც, მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები კაპიტალურად შეკეთდება. ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics