13:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 16:35:40, 1377 ნახვა

ეკონომიკა
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი ახალი რეგულაციებით განხორციელდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად წარმართოს ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. 

მისივე თქმით,   სავალდებულო ხდება საქართველოში წარმოებული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მარკირება სპეციალური ნომრით, რაც შესაძლებელს გახდის პროდუქტის მიკვლევადობას წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.  თითოეულ ბოთლზე დატანილი  ლოტის ნომერი (L….) მაკონტროლებლებს საშუალებას მისცემს სრული ინფორმაცია მიიღონ.
„აღნიშნული ცვლილება იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მაღალი ხარისხის გარანტი და ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის პრევენციას როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ/საექსპორტო ქვეყნებში“, – განაცხადა დანელიამ. 

როგორც მინისტრი ამბობს,  ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეებისთვის გამარტივედება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ექსპორტიორებისთვის ნაკლები დანახარჯებით მოხდება ექსპორტი. კერძოდ: მეწარმეები განახორციელებენ პროდუქციის ერთი მთლიანი ლოტის ერთჯერად შემოწმებას და აღარ იქნება საჭირო ამ ლოტიდან ყოველი სარეალიზაციო პარტიის ხელახალი ლაბორატორიული  და საგედუსტაციო შემოწმება.

 „ახალი რეგულაციები ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციის წესებში ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის ამაღლებასა და პოპულარიზაციას“, – აღნიშნა დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics