|
2024-07-05 15:09:35, 1437 ნახვა
სპეციალური ანონსი
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 6 და 7 ივლისს „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიება ბასტი-ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება. „დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ფესტივალი ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 ივლისს, 14:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ნაყინის ფესტივალი მეოთხედ გაიმართება“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)