|
2024-07-01 17:08:46, 906 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
აჭარაში, გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განხორციელებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. "დღეს გავხსენით მახოს ხიდის და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გზა განტვირთავს ფრიდონ ხალვაშის გამზირს და მისცემს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილდნენ უსაფრთხოდ და კომფორტულად. ამ გზის მშენებლობასთან ერთად, აჭარაში ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა ძალიან აქტიურად ხორციელდება და წელს დავამთავრებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს გაიხსნა 2,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სხვადასხვა სახის გზის დამცავი ნაგებობა, ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა-ბეტონის მილები, თვალამრიდები. "ასევე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მნიშვნელოვანი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული მიმართულება ალტერნატიული გზის ფუნქციასაც შეითავსებს, რაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. ახალი გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე , ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)