22:48 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-28 17:40:38, 339 ნახვა

საზოგადოება
მერია - დიდუბის გამგეობა სპორტული მოედნების განახლებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, დაზიანებული მოედნების რეაბილიტაცია დიდუბესა და დიღმის მასივში ექვს მისამართზე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ამორტიზებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე. 

"დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე მოსახლეობასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებთან ერთად გაეცნო.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics