|
2024-06-28 12:12:10, 2329 ნახვა
სამხედრო
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლების თეორიული ნაწილი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა. "მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება, წვრთნა და შეფასება ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და მას, ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ. კულმინაციურ სწავლებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი დავით გაგუა და ლიეტუვის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატოს რუპშისი დაესწრნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)