|
2024-06-25 14:03:25, 311 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთისა“ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ შორის ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო
"ლიბერთი", რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან" ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დღეიდან, "ლიბერთის" მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით "ლიბერთის" ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ. სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და ფრენის გადადება. მომხმარებლებს, მოგზაურობის დროს დახმარებას 24/7-ზე საერთაშორისო ასისტანსი გაუწევს. "მოხარულები ვართ, რომ შედგა ექსკლუზიური თანამშრომლობა "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"-ს და "ლიბერთი-ს "შორის. "ლიბერთი", საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მსხვილი ბანკია მომხმარებელთა ფართო არეალით, რაც ჩვენთვის როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე მხარის განსაკუთრებული ინტერესია მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო სადაზღვევო პროდუქტები. თანამშრომლობა დაიწყო სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით, რომელიც "ლიბერთის" ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე არარეზიდენტი, შემოსული ტურისტებისთვის",- აცხადებს ნინა კობახიძე, "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. "ლიბერთი" აგრძელებს უნივერსალიზაციის პროცესს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქტების დანერგვას. ამჯერად, ახალ პარტნიორთან "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"-სთან ერთად, "ლიბერთის" მომხმარებლებს, სამოგზაურო დაზღვევის მიღების სწრაფი და გამარტივებული პროცესი შევთავაზეთ. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში და ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სამოგზაურო დაზღვევა "ლიბერთის" ნებისმიერი საბანკო არხის მეშვეობით მიიღოს. დღეიდან, ამ სერვისით სარგებლობა "ლიბერთის" ნებისმიერ ფილიალსა და მომსახურების წერტილში იქნება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი ონლაინ მომსახურების შეთავაზებას ვგეგმავთ, რომელსაც დამატებით სხვა მრავალფეროვანი სადაზღვევო პროდუქტებიც დაემატება",- ამბობს ვატო ბაბუნაშვილი, "ლიბერთის" ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე. "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" - 2017 წლიდან წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ანხორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონების და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და დღეს 45 000-მდე კმაყოფილ მომხმარებელს უწევს მომსახურებას. "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500-მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)