|
2024-06-24 20:21:38, 1371 ნახვა
სპეციალური ანონსი
25 ივნისს, ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მე-11 ნავმისადგომზე მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ხვალ, 25 ივნისს, 11:00 სთ-ზე, ბათუმში, საზღვაო ნავსადგურის მე-11 ნავმისადგომზე მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზეიმო ცერემონიაზე ქართველ მეზღვაურებს პროფესიულ დღეს ასევე მიულოცავენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, ასევე მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. "ღონისძიების ფარგლებში საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)