20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 12:41:47, 420 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - საქართველოზე შესაძლო ზომების სიაში ნახსენები არაა ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული

საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ლანდსბერგისმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნულ სიაში ნახსენები არ არის ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც "აუცილებლად უნდა იქნას განხილული".

"კარგია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მასში არ არის ნახსენები საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იქნას განხილული",- აცხადებს ლანდსბერგისი. 

ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics