21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 20:01:47, 542 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - ოლიგარქი ივანიშვილი უკვე იგივეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი - ის უნდა დასანქცირდეს

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.

ალექსეი გონჩარენკომ საკანონმდებლო ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, "პუტინის ბრძანებით საქართველოს ანადგურებს" და ის სხვა რუს ჩინოვნიკებთან ერთად სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს".

"რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვანილი უკრაინული სანქციების სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და ეს ის ადამიანია, რომელიც პუტინის ბრძანებით საქართველოს ანადგურებს. ეს არის პირდაპირი გამოწვევა ჩვენი, შავი ზღვის რეგიონის მიმართ. სხვათა შორის, მხოლოდ ამ კვირაში ოდესაში შავი ზღვის უსაფრთხოების პირველ ფორუმზე ამ საკითხებთან დაკავშირებით 20 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ვისაუბრეთ. მსოფლიოს სურს დაინახოს უკრაინის ლიდერობა ამ საქმეში.

ჩვენი ლიდერობა, რადგანაც ჩვენ უპირატესად ვართ დარწმუნებულნი რეგიონის უსაფრთხოებაში. რადგანაც სამხრეთ უკრაინის დედაქალაქი ოდესა, შავი ზღვის დედაქალაქიცაა, როგორც ამ ზღვის უდიდესი ქალაქი და პორტი. ასე, რომ მეგობრებო, შევუდგეთ საქმეს: დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორიც ივანიშვილია და ყველა მსგავსი ადამიანი სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება უკრაინელ მოქალაქეებს, მოვარგოთ კრიმინალური კოდი მათ, ვინც ამას იმსახურებს", - განაცხადა გონჩარენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics