19:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 17:42:20, 581 ნახვა

პოლიტიკა
დავით ჯალაღანია ბერძენ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ჯალაღანიამ შეხვედრა გამართა ბერძნული გემთმფლობელი და სატრანსპორტო კომპანიების - „LPL Shipping S.A." და „Alcon Holding Inc." თანამფლობელებთან ჯორჯ კარასთან და პანაგოს ლემოსთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდა  საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი.

ბერძენი ბიზნესმენები საქართველოს ა.წ. 15-22 თებერვალს სტუმრობენ. ისინი გეგმავენ ბერძნულ-ქართული სანაოსნო-სატრასპორტო კომპანიის დაარსებას, შესაბამისი ოფისის გახსნას და ქართულ ბაზარზე აქტიურად შემოსვლას.

მინისტრის მოადგილემ ბერძენ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის სატრანზიტო  შესაძლებლობების. არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. დ. ჯალაღანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის „LPL Shipping S.A." ქართულ ბაზარზე შემოსვლა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელმაც ბიძგი უნდა მისცეს ქართულ-ბერძნული სამეწარმეო-საინვესტიციო ურთიერთობების თვისობრივ გააქტიურებას.

ჯორჯ კარასი და პანაგოს ლემოსი შეხვედრებს ასევე გამართავენ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სს „საქართველოს რკინიგზაში", საქართველოს საპარტნიორო ფონდში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოში, ქ. ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ასევე, ქართული პორტების მმართველ კომპანიებთან და სატრანსპორტო სააგენტოებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics