|
2024-06-12 14:59:31, 321 ნახვა
პოლიტიკა
თამარ გაბუნია - სახელმწიფო არის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობა აბსოლუტურად გარანტირებული იყოს
სახელმწიფო არის იმ ინიციატივის მთავარი დამფინანსებელი და მამოძრავებელი, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსების კუთხით ხორციელდება. სწორედ, სამთავრობო ჩართულობის დონეზე მოხდა ამ პროგრამის დაგეგმვა და ეს ინიციატივა გრძელდება ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სახელმწიფო, პირველივე დღიდან იყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის დაწყების გარანტი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღესაც, სწორედ სახელმწიფოა მისი გაგრძელებისა და ბავშვებისათვის, უცხოეთში, საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის გარანტი. „გარდა ამისა, სრულად, სახელმწიფო პროგრამებით ხორციელდება ტუბერკულოზისა და შიდსის მედიკამენტების შესყიდვა. დიდი ხნის წინ მოხდა ტრანსფორმაცია - ეს იყო ერთ-ერთი პირობა, ტუბერკულოზისა და შიდსის პროგრამებში, თავად დონორის მხრიდან - სახელმწიფოს რაც შეიძლება სწრაფად აეღო მათ მართვაზე პასუხსიმგებლობა, უწყვეტობის რისკი რომ არ დამდგარიყო. სახელმწიფომ, უკვე აიღო ეს პასუხისმგებლობა, რამდენიმე წლის წინ, მათ შორის არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზეც. დღეს, პრევენციული სერვისები, რომელსაც ბენეფიციარებს, შიდსისა და ტუბერკულოზის ნაწილში ვაწვდით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ხელშეკრულების პირობებში ფინანსდება. ამიტომ, უწყვეტობის დარღვევის რაიმე რისკი, არ არსებობს. აქაც, სახელმწიფო არის იმის გარანტი, რომ სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდების ნაწილში, უწყვეტობა იყოს ნამდვილად, აბსოლუტურად გარანტირებული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)