|
2024-06-11 13:02:44, 471 ნახვა
პოლიტიკა
„წინააღმდეგობა გრძელდება“ – 12 ივნისს, 18:00 საათზე კინოცენტრათან აქცია გაიმართება
„წინააღმდეგობა გრძელდება“ - ხვალ, 12 ივნისს 18:00 საათზე კინოცენტრათან აქცია გაიმართება. ამის შესახებ მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ სოციალურ ქსელში წერს. ორგანიზატორების განცხადებით, თუ ისინი ერთი წლის წინ ამბობდნენ, რომ ქართული კინო საფრთხეშია, „დღეს საქართველოა საფრთხეში და წინააღმდეგობა გრძელდება“. „2023 წლის 12 ივნისს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა დაიწყო აქტიური წინააღმდეგობა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად: ბუნდოვანი რეორგანიზაცია, თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება, დირექტორად ყოფილი სასჯელაღსრულების მუშაკის და წამყვან პოზიციებზე არაკომპეტენტური პირების დანიშვნა, პოლიტიკური ნიშნით კონკრეტული ფილმების კინოთეატრის ეკრანებიდან მოხსნა, პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კომისიების დანიშვნა, ცენზურის დამკვიდრება და ინსტიტუციის ჩამოშლა, რაც გახდა მიზეზი კინემატოგრაფისტებისთვის დაეწყოთ უკომპომისო ბრძოლა მიტაცებული კინოფონდის გასათავისუფლებლად და საჯარო სიკეთის დასაბრუნებლად. ერთი წლის თავზე კინოცენტრში დაწყებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ, დღეს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური და შეუქცევადი სახე მიიღო. არსებობს კანონპროექტი, რომელიც ცენზურას აკანონებს. შეგახსენებთ, რომ 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი დღემდე ბოიკოტს უცხადებს თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას და არ აპირებს ითანამშრომლოს ისეთ ინსტიტუციასთან, რომელსაც მართავენ რუსული კანონის მხარდამჭერები და აგიტატორები და საფრთხის ქვეშ აყენებენ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. დღეს, როცა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ვბრუნდებით კინოცენტრთან არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ინსტიტუტის, არამედ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ჩვენ ერთი წლის წინ ვამბობდით, რომ ქართული კინო საფრთხეშია, დღეს კი ცხადად ვხედავთ, რომ საქართველოა საფრთხეში. წინააღმდეგობა გრძელდება!“ - წერია განცხადებაში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)