|
2024-06-05 12:18:57, 352 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - კონგრესში ქართველების შემხედვარე ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო
საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების "დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის "ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური,- წერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. ბოჭორიშვილის თქმით, ღია ეთერში, "კონგრესიდან ითხოვენ, უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩვნების შედეგებზე". მისივე თქმით, "მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი". "მაინც მადლობას ვეტყოდი "ჰელსინკის კომისიას", ლუსტრაციის ასეთი ღია გაკვეთილისთვის! თუ ამ სანახაობის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ამერიკას აინტერესებს საქართველო და კონგრესს (ყოველ შემთხვევაში სამ კონგრესმენს) სურს გაიგოს, რატომ იყო უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში საქართველო ყურადღების ცენტრში, ალბათ, ლოგიკური იქნებოდა, მოქმედი ელჩებისთვის ეკითხათ, რა ხდება მეგობარ ქვეყანაში... თუ არც მეგობარი და არც საკუთარი ქვეყნის ელჩებს ენდობი და მაინც და მაინც პირველი წყაროდან გინდა მიიღო "უტყუარი“ ინფორმაცია, ლეგიტიმაციის მქონე ადამიანის მიწვევა უფრო ლოგიკური იქნებოდა დემოკრატიული ქვეყნის კონგრესში, ხალხის სახელით ამბის მთხრობელად... თუ უმრავლესობის წარმომადგენელს არ გინდა მოუსმინო, ნუთუ, საპარლამენტო ოპოზიციის ფართო სპექტრიდან ერთი ადამიანი მაინც ვერ მოიძებნა ისეთი, რომელიც არჩევნებზე სამმა ამომრჩეველმა მაინც შემოხაზა და ამ როლსაც დიდი სიამოვნებით შეასრულებდა... კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე იმასაც ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ. საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას, რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშრობლების "დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის "ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური. სამართლიანი არჩევნების სანაცვლოდ, უცხო ქვეყანას (თუნდაც მეგობარს) ემუდარებიან, დასაჯოს "ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ არჩევნებში საშინლად დამარცხებას გადაურჩნენ და როგორმე ხელისუფლებაში აღმოჩდნენ! ასე პირდაპირ, ღია ეთერში, კონგრესიდან ითხოვენ უცხო ქვეყანამ საქართველოში გავლენა მოახდინოს დემოკრატიულ პროცესზე, არჩვნების შედეგებზე! მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რომ ყველას აჩვენონ, როგორ აშინებთ ქართველი ხალხის არჩევანი!”- წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)