16:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 12:51:41, 323 ნახვა

საზოგადოება
მერია - ევროპის ჩემპიონატის დროს, ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, გულშემატკივრებისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.

„ძალიან მალე გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ეს დიდი გამარჯვება - პირველად ისტორიაში მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მეამაყება ჩვენი ნაკრების გამარჯვებები. მე, როგორც ფეხბურთელს, არ მომეცა ამის შესაძლებლობა, რომ მეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა, დღეს, ათმაგად და ასმაგად ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ნაკრების გაყვანა ევროპის ჩემპიონატზე.

ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, გერმანიაში გამგზავრების. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, გერმანიაში ფრენების სუბსიდირება დაიწყო. თუმცა, ცხადია, ამას ყველა ვერ მოახერხებს, რომ სტადიონიდან უგულშემატკივროს ჩვენს ფეხბურთელებს.

ჩვენ ვიფიქრეთ ამაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ 18, 22 და 26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ღია ჩვენება მოვაწყოთ. იქნება ძალიან დიდი ეკრანები, სადაც შესაძლებელი იქნება, ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროთ. ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ შეძლებს, გარე სივრცეში შეუძლია უყუროს თამაშებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, სხვადასხვა აქტივობაც იქნება დაგეგმილი და ყველაფერს გავაკეთებთ ფედერაციასთან ერთად, რომ სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics