15:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 23:21:42, 434 ნახვა

პოლიტიკა
"პარტია "ახალი" უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას"

"პარტია "ახალი" უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას," - ამის შესახებ განცხადებას პარტია "ახალი" Facebook-ზე ავრცელებს. 

"პარტია „ახალი” უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“.

ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც აქტიურად აფიქსირებენ საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს.

ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, პრეზიდენტისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია ანტიეროვნული და შესაბამისად ანტიდასავლური ხელისუფლების დასამარცხებლად და შემდეგ იმ რეფორმების გასატარებლად, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამშობლო დაუბრუნდება დასავლურ კურსს და მივაღწევთ ქართველი ხალხის ისტორიულ მიზანს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.

ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პროცესებში," - წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics