|
2024-05-26 15:47:48, 479 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკომ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა , ზურაბიშვილს არა
ბელორუსიის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „ბელორუსი ხალხის სახელით და პირადად მიულოცა ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე“. „ბელარუსისა და საქართველოს ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც დაფუძნებულია ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებზე, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულზე და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერმა სურვილმა, უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, - ნათქვამია მილოცვაში. ლუკაშენკომ გამოთქვა რწმენა, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, გაგების გრძნობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში დაეხმარება უახლოეს მომავალში აღდგეს ორ ქვეყანას შორის სრული ურთიერთქმედება ყველა სფეროში. „დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა არსებულ წინააღმდეგობას“, - აღნიშნა მან. ლუკაშენკომ ქართველ ხალხს მშვიდობა, გამძლეობა და „გამბედაობა უსურვა თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)