00:07 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-15 10:52:43, 389 ნახვა

საზოგადოება
ქარვისფერი და ქვევრის ღვინოების დაგემოვნება განსაკუთრებით ემოციური იყო - კანადელი სომელიე

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  კანადიდან ღვინის პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი საქართველოს სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და საოჯახო მარნებს ესტუმრნენ, ასევე, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას.

თბილისში სპეციალურად მათთვის 20-მდე სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.  

ჯგუფის წევრების მხრიდან მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც პირდაპირ გავლენას იქონიებს კანადის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდაზე. 

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, ნამდვილად ლამაზ  ქვეყანაში, რომელიც ასევე ცნობილია ღვინით, განსაკუთრებით კი, ნატურალური ღვინოებით. ქარვისფერი და ქვევრის ღვინის დაგემოვნება  იყო  განსაკუთრებული, ძალიან ემოციური გამოცდილება. ჩვენ ლამაზ ადგილებს ვეწვიეთ, დავაგემოვნეთ ტრადიციული სამზარეულოც. ძალიან გასაოცარია ასეთი ლხინი. ჩვენ დავაგემოვნეთ ღვინოები, რომლებიც ქარვისფერი ღვინის საუკეთესო ნიმუშებია მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, სომელიე ალექს მაკმაჰონმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics