|
2016-02-12 17:04:29, 409 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან, ჰანა სერვა ტეტეჰთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ბიზნეს კავშირების განვითარებას და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. ამასთან, ხაზი გაესვა ინსტიტუციური თანამშრომლობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)