|
2024-05-09 11:59:56, 313 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მე არ ვიცი, კახა ალადაშვილი ფეხბურთს სად თამაშობდა, ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა
წარმოუდგენელია ის განცხადებები, რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ კეთდება. ასეთ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ასევე, მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრისა და „სკა ენერგია-ხაბაროვსკის“ ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე. „მე არ ვიცი კახა ალადაშვილი სად თამაშობდა. მე რუსეთში არ მითამაშია. ის ალბათ, „ფლეისთეიშენს“ თამაშობდა. ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიზანმიმართული ბულინგი, ძალადობა და შეურაცხყოფა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ქმედებები. ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მის მიმართ. ხვიჩა ჩვენი საამაყო ადამიანია, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ამომავალი ვარსკვლავია. ზოგადად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, რაც კეთდება, წარმოუდგენელია. მათ აქვთ ასეთი მიდგომა - თუ მათ მოსაზრებას არ იზიარებ, ქვეყნის მოღალატე და მტერი ხარ. მსგავს დამოკიდებულებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, ისე იქნება ყოველთვის გამარჯვება რადიკალიზმზე, სიბინძურეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)